დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ

03 თებერვალი 2022, 13:22 821 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

'' ანალოგიურ ფაქტზე, გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს პოკურატურამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის შვიდი წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქართველოს პროკურატურა, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ტრანსნაციონალური დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას, სხვა პირების იდენტიფიცირების და მხილების მიზნით'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი