ვის დაუწესებს თეთრი სახლი სანქციებს?

01 თებერვალი 2022, 09:59 1017 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წრიდან იმ ადამიანების სია მოამზადა, რომელთა მიმართაც შესაძლოა დაწესდეს ეკონომიკური სანქციები, უკრაინაზე პოტენციური რუსული აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირები, რომლებიც ჩვენ დავადგინეთ, არიან კრემლის ახლო წრიდან ან მისი გარემოცვიდან და ასრულებენ საკუთარ როლს მთავრობის გადაწყვეტილების მიღებისას ან თანამონაწილეობენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებში“  – განაცხადა ფსაკიმ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი