ჩვენი პროგნოზი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა გამართლდა - ლევან დავითაშვილი

31 იანვარი 2022, 12:38 1190 ნახვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 2021 წლის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 10.6 პროცენტით განისაზღვრა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ის პანდემიამდელ მაჩვენებელს 3,01% უსწრებს.

''ჩვენ შევძელით, რომ რეალურად მომხდარიყო ეკონომიკის აღდგენა. ის დანაკარგი, რომელიც 2020 წელს მივიღეთ, სრულად არის აღდგენილი. საქსტატის ბოლო მონაცემები 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა. ჩვენი პროგნოზი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა 2021 წელს სრულად გამართლდა. 

ჩვენი პროგნოზი ბევრად უფრო ზუსტი იყო, ვიდრე ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზები, რომლებიც უფრო კონსერვატურულ მაჩვენებელს ვარაუდობდნენ. დღეს მონაცემები დაზუსტდა და გვაქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური  ზრდა'' - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

მისივე თქმით, 2022 წელს ეკონომიკის სხვადსხვა მიმართულების წახალისების მიზნით ახალი პროგრამები იგეგმება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი