ზამთრის ტურისტული სეზონი ციფრებში

30 იანვარი 2022, 19:35 1417 ნახვა

თიბისი კაპიტალის კვლევით, გასულ დეკემბერს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა კოვიდამდელ 2019-ის დეკემბერთან შედარებით 70%-ით ნაკლები იყო, თუმცა 2020-ის დეკემბერთან შედარებით ორჯერ მეტი, რაც საიმედო დინამიკაზე მიუთითებს. მიმდინარე ზამთრის სეზონზე საქართველოს ყველაზე მეტი ტურისტი, კერძოდ, ყოველი მეხუთე ანუ 20% თურქეთიდან ეწვია, 12%-იანი წილით- მეორე ადგილზე სომხეთი და რუსეთია, გაიზარდა ტურისტთა ნაკადი ისრაელიდან და უკრაინიდან და ტურისტთა საერთო რაოდენობის 5-6%-ს მიაღწია. ყველაზე მეტ ფულს საქართველოში ვიზიტისას რუსები ხარჯავენ, შემდეგ თურქები და ბოლოს ევროპელები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი