სოფლად ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ამჯერად სპეციალისტები გურიაში იმყოფებიან.კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ, აცრა ადგილზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. ვაქცინაცია შესაძლებელია ,,სინოვაკის,“ ,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ ვაქცინით. მოსახლეობას მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები უწევენ.