აჭარის მთავრობის სხდომა

28 იანვარი 2022, 20:33 1101 ნახვა

ე.წ ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის პირველი ეტაპი მთავრდება.  582 ოჯახი სოციალურ სახლში ბინას  გაზაფხულზე მიიღებს. ამ და სხვა სოციალური პროექტების შესახებ აჭარის მთავრობის  სხდომაზე ითქვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დარჩენილი ოჯახები ბინებს შემდეგ ეტაპებზე მიიღებენ და პროცესი იქნება გამჭვირვალე.  მეორე ეტაპი  კომუნიკაციების მოწყობას  გულისხმობს. უკვე დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა ქედაში,  სადაც ფართს  20 ოჯახი მიიღებს.  წყლის სისტემების მოწყობისთვის გერმანული კომპანიის ტრანსფერით 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები გათვალისწინებულია  ქობულეთის სოფლებში. ვრცლად თემაზე სიუჟეტიდან შეიტყობთ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი