ევროპის წამლის სააგენტომ კომპანია „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები Paxlovid-ს რეკომენდაცია გაუწია და ევროკავშირში გამოყენებისთვის დაამტკიცა - ამის შესახებ ინფორმაციას ,, ევრონიუსი’’ ავრცელებს.
პრეპარატი ინფიცირებულ ზრდასრულებში სამკურნალოდ გამოიყენება, რომლებიც დამატებით ჟანგბადის მიწოდებას არ საჭიროებენ და რომლებიც დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკის წინაშე არიან.