ლონდონში ორსართულიანი ავტობუსი სახლს შეეჯახა

26 იანვარი 2022, 14:09 805 ნახვა

ლონდონში ორსართულიანი ავტობუსი სახლს შეეჯახა. ავტობუსს ბავშვები გადაჰყავდა. ტელეარხ სქაი-ნიუსის ინფორმაციით,  ავარიის შედეგად დაშავდა 19 ადამიანი.

ავტობუსის მძღოლი მაშველებმა მხოლოდ სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით გამოიყვანეს ავარიის შედეგად დეფორმირებული კაბინიდან.

5 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 3 ბავშვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში