ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის. „იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში, არ ვიცი, რომელი სამხედროები გამოჰყავს პრეზიდენტს.
უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მე, მთავრობის სახელით ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე“, – აცხადებს პლენკოვიჩი.
შეგახსენებთ, ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და მისი ადგილი ნატო-ში არ არის. მისივე თქმით, რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ზაგრები რეგიონიდან საკუთარ ჯარისკაცებს გაიყვანს. ამ განცხადების გამო, ხორვატიის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.