ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს - ჟოზეფ ბორელი

24 იანვარი 2022, 13:36 914 ნახვა

ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიდეოკონფერენციაა დაგეგმილი, რომელშიც ენტონი ბლიკენი მიიღებს მონაწილეობას.

„სახელმწიფო მდივანი ბლინკენი აგვიხსნის ამ გადაწყვეტილების მიზეზებს. ჩვენ არ ვაპირებთ ანალოგიურად მოქცევას, რადგან არ ვიცით კონკრეტული მიზეზები. ვიდრე მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, არ მიმაჩნია, რომ ჩვენ უკრაინა უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი