ახალი ანტი-რეკორდი - 11 ათასზე მეტი ინფიცირებული

22 იანვარი 2022, 20:30 1335 ნახვა

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჯანდაცვის ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ამბობენ, რომ  ბოლო 24 საათში დადასტურებული 11 ათას 39 შემთხვევა რეალობას არ ასახავს და ეს რიცხვი მინიმუმ 3-ზე უნდა გავამრავლოთ.

რთული ვითარებაა პედიატრიულ განყოფილებებში. ექსპერტები ამბობენ, რომ სკოლებში ვირუსი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და ინფიცირების მატება კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი