კომიკოსი და მსახიობი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა.
ლუი ანდერსონი ამერიკელი კომიკოსი და მსახიობია. ქართველი მაყურებელი მას ანიმაციური სერიალიდან "Life With Louie" იცნობს, 1994-1998 წლებში გადაღებულმა ავტობიოგრაფიულმა მულტფილმმა შემქმნელს ორი ემი მოუტანა.
ანდერსონს შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში "Coming To America", "Ferris Bueller's Day Off", "Nash Bridges".