ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

21 იანვარი 2022, 13:55 1566 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო ბათუმის საკრებულოში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ''ქართული ოცნების'' დეპუტატს, თენგიზ აფხაზავას კითხვით მიმართეს თუ რაში იღებდა ის 2 900 ლარიან ხელფასს, მაშინ როცა საკრებულო უფუნქციოა და ვერაფერს აკეთებს.

რეზო ხარაზი დაინტერესდა თუ ვის გადაბირებას აპირებდნენ ისინი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და მოსთხოვეს გაეცხადებინა თუ ვისთან ჰქონდათ მოლაპარაკება. ასევე თუ როგორ მოხდა პროცედურების გვერდის ავლით ფრაქციის ჩამოყალიბება.

''ქართული ოცნების'' წევრმა გუშინ განაცხადა, რომ მხარდაჭერის მისაღებად კონკრეტულ დეპუტატებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. თენგიზ აფხაზავამ არ გამორიცხა, რომ მათ შორის იყვნენ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები. 

''ყველანი აქ ვართ, დაასახელეთ ვისთან აწარმოებთ მოლაპარაკებას. გვითხარით კონკრეტული სახელი და გვარი. უფუნქციო საკრებულო არ იკრიბება, არაფერს არ აკეთებს და 2900 ლარს ხელფასს ღებულობთ, მაშინ როცა ქალაქში ამდენი პრობლემაა"- განაცხადა რეზო ხარაზმა.

თენგიზ აფხაზავას განცხადებით, საკრებულომ, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს მას სჭირდება თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ არანაირ ცდომილებას და კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

"როცა ვერც თქვენ ღებულობთ გადაწყვეტილებებს და ვერც ჩვენ არსებობს ორი გამოსავალი. ერთი შეთანხმება, თუმცა თქვენ არ მოდიხართ ამ შეთანხმებაზე, ჩვენ არაერთხელ მოგიწოდეთ. მეორე გზა არის რომ მოეგოთ გონს, დაგვიჭიროთ მხარი და მესამე გზაა იმ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება არჩევნები, მოიგეთ და დააკომპლექტეთ ბატონო.

რას ნიშნავს საკრებულო უფუნქციოა, საკრებულოს ფრაქციის დაკომპლექტების წესი ნახე, წაიკითხე"- უპასუხა თენგიზ აფხაზავამ.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში 14 წევრი ჰყავს, „ლელოს“ – ერთი, გიორგი გახარიას პარტიას – ორი. საკრებულოში ერთი დამოუკიდებელი წევრია პარტია ''საქართველოსთის'' ყოფილი წევრი ირაკლი თავდგირიძე.

''ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, რაც საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი არ არის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი