აჭარაში დღეს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება თოვლი და ქარბუქი, ტემპერატურა სანაპირო ზოლში 0, +2 გრადუსი იქნება, მთაში -3, -5, მაღალმთაში კი -7, -9 გრადუსი.
ინტენსიური თოვა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გადმონაცვლებული ცივი ჰაერის მასებითაა განპირობებული.
გზებზე გადაადგილებისას იყავით ფრთხილად. საფეხმავლო ბილიკებზე მოძრაობის დროს შენობებიდან თოვლცვენის მაღალი ალბათობის გამო, იარეთ ტროტუარებიდან მოშორებით.
აჭარაში ხვალ გამოიდარებს.