სოციალური სამსახურის თანამშრომელბის გაფიცვა 

20 იანვარი 2022, 10:24 716 ნახვა

თბილსსა და ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები იკრიბებიან. დედაქალაქში  მთავრობის ადმინისტრაციასთან , ბათუმში კი ჯანდაცვის სამინისტროსთან გააკეთებენ საერთო განცხადებებს.

ქვეყნის მასშტაბით, სოციალურ სამსახურში დასაქმებული 600-ზე მეტი პირიდან, დაახლოებით 400-ია გაფიცული. მათ შორის არიან როგორც სოცაგენტები, ასევე იურისტები, სპეციალისტები და სხვა პროფესიის ადამიანები.

გაფიცულები ხელფასების გაორმაგებას ითხოვენ და ანაზღაურების შეთავაზებულ 60%-მდე ზრდას არ ეთანხმებიან. ხელფასების მატებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

მუშაკებს ხელფასი პირველი თებერვლიდან მოემატებათ. ამასთან, სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე მოითხოვს მინისტრთან შეხვედრას, რათა დააკმაყოფილონ აქციის მონაწილეების მოთხოვნები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი