ბათუმში მეორე დღეა თოვლის საფრისგან გზები და ქუჩები იწმინდება, ასევე შტორმისგან დაბინძურებული სანაპირო ზოლის დასუფთავება გრძელდება.
მერიაში ამბობენ, რომ უხვი ნალექისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თვითმმართველობის ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც სპეციალური ტექნიკა, ასევე ადამიანური რესურსი.
ინფორმაცია და ვიდეო ბათუმის მერიამ გაავრცელა.