სოლიდარობა დევნილებს - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

17 იანვარი 2022, 20:02 1168 ნახვა
00:00
00:00

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების მხარდასაჭერი, სოლოდარობის აქცია საათზე მეტია მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ადგილზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტები არიან შეკრებილები.

ამბობენ, რომ აუცილებელია დროულად იქნას დაკმაყოფილებული 120 დევნილი ოჯახის მოთხოვნა ალტერნატიულ საცხოვრებელთან დაკავშირებით, რადგან მათი სიცოცხლე ავარიულ შენობაში ცხოვრების გამო ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას.

აქციაზე არ იყვნენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, პროტესტს იქამდე არ აპირებენ, ვიდრე დაღუპულს არ დაკრძალავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი