რამდენიმე წუთის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასთნ. სადაც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, აქციას მართავდა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გიორგი წულაია და დიმიტრი ბიძინაშვილი დააკავა.
აქციის მონაწილეებს დავით ნარმანიასთან შეხვედრა სურდათ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.