სახალხო დამცველის განცხადება და ჯანდაცვის სამინისტროს გამოხმაურება

17 იანვარი 2022, 15:28 1104 ნახვა

სახალხო დამცველი ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის გარდაცვალებას ეხმაურება.ნინო ლომჯარია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს, დევნილთა განსახლების პროცესში მაქსიმალურად მიანიჭოს პრიორიტეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებას, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნეს აცილებული.

სახალხო  დამცველის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან ყოფილი სანატორიუმის შენობაში მცხოვრები დევნილების უფლებრივი მდგომარეობა გასულ წლებში შეისწავლა და დაადგინა, რომ სააგენტო დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე - შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე. ლომჯარიას განცხადებითვე, მან 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა სააგენტოს და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვა.

არსებული საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა. დევნილის გარდაცვალებას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრიც, თქვა, რომ   პირველადი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევაა  და  დევნილების პრობლემასთან მისი გარდაცვალება არ უნდა დავაკავშიროთ. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი