რუსეთის მოთმინება დასრულდა - სერგეი ლავროვი

15 იანვარი 2022, 12:20 1420 ნახვა

დასავლეთისგან ცვლილებებსა და დაპირებებს მუდმივად ვერ დაველოდებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი  თქმით, რუსეთის მოთმინება დასრულდა და მათ მიერ წაყენებულ შეთავაზებებზე კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ირგვლივ სამხედრო პლაცდარმის შექმნას ცდილობს რის ფონზეც აზოვის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების გაჩენა რუსეთისთვის მეორე წითელი ხაზია. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უახლოეს თვეებში ნატო-მ შესაძლოა, რუსეთის საზღვრებთან ძალების გაზრდა დაიწყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი