საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი 2022, 12:29 866 ნახვა

14 იანვარი - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს დროშები აღიმართა  თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზაზე. ასევე დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი აღიმართა.

დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და მრჩევლებმა,  სახელმწიფო ჰიმნი კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.

სახელმწიფო დროშები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ  და  მუნიციპალიტეტების შენობებზე გადმოიფინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში