რუსეთმა უკრაინის საზღვართან მდებარე რეგიონებში სამხედრო წვრთნები დაიწყო.
ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში მიმდინარე წვრთნებში 3 ათასამდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დროს აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და საყრდენი პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.