როდის ეწურება ვადა საქართველოში შემოტანილ კოვიდვაქცინებს - გამყრელიძის განმარტება

11 იანვარი 2022, 12:45 2022 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე გვაქვს 550 ათას დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა აქვს 31 მარტამდე.

მისივე განმარტებით, მარაგშია 1,5 მილიონი Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივნის-ივლისამდე.

„ქვეყანაში ამ ეტაპზე გვაქვს 550 ათას დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა აქვს 31 მარტამდე. გვაქვს კიდევ დაახლოებით 1,5 მილიონი Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივნის-ივლისამდე, ზუსტი თვე არ მახსოვს. ანუ, საკმაოდ ვადიანი არის. რაც შეეხება, ახალ შესყიდვებს, გიდასტურებთ, რომ უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკება Pfizer-თან წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით.

მათ შორის, საუბარია ბავშვების დოზებზე, მოგეხსენებათ, 5-11 წლის ასაკისთვის დოზა 12 წელზე ზევით დოზისგან განსხვავდება. ასევე, საუბარია იმაზე, რომ თუ Pfizer-ს ექნა „ომიკრონისთვის“ სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს ამაზეც აქვს განაცხადი გაკეთებული“, - განმარტა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი