საქართველოში კორონავირუსის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 085 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 745 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 240, „პისიარ“ ტესტით – 10 505.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,47%, ბოლო 14 დღის – 7,76%, ბოლო 7 დღის – 9,57%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 962 827 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 913 528 გამოჯანმრთელდა, 14 218 კი, გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა - 336, იმერეთი - 218, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 65, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი -63, მცხეთა-მთიანეთი -26, სამცხე-ჯავახეთი -34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.
სულ ჩატარდა 2 553 749 აცრა, დღიურად აცრილია 1 899.