ალმათში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

05 იანვარი 2022, 14:04 1198 ნახვა

ყაზახეთის დედაქალაში ათასობით ადამიანი პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობს. ალმათში კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელი დაშავდა, მათ შორის ორი მძღოლია.  ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით,  დედაქალაქში არეულობების მონაწილეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მუშაობაში ხელს უშლიან.  ალმათში ამ წუთებში მმართველი ნურ ორტანის პარტიის  აუზოვკის რაიონული ფილიალი იწვის. 

ახალი წლის დღეებში ქალაქების ჟანაოზენისა და აქტაუს მკვიდრები ქუჩაში გამოვიდნენ და თხევადი  გაზის ფასის გაორმაგება გააპროტესტეს. 

ქვეყნის პრეზიდენტმა სამთავრობო კომისია შექმნა, რომელმაც თავის მხრივ მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად მზაობა გამოთქვა.  თუმცა პროტესტებმა სხვა ქალაქებიც მოიცვა. ალმათში მომიტინგეების წესრიგის დამცველებთან შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და შუქმანათობელი ყუმბარები გამოიყენა. ყაზახეთის პრეზიდენტმა დედაქალაქში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი