მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მას გულის პრობლემები ჰქონდა.
ნიკა ქაცარიძე 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში დაიბადა.
იგი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო, 2005 წლიდან კი რუსთაველის თეატრის მსახიობი.
სხვადასხვა დროს ნიკა ქაცარიძე ცნობილ ქართულ სერიალებში, „შუა ქალაქში“ და „ჩემი ცოლის დაქალებში“, თამაშობდა.