სააკაშვილის ულტიმატუმი

03 იანვარი 2022, 19:50 1324 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი. თუ 6 იანვრამდე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს - ასე ამბობენ მისი ადვოკატები. უფლებადამცველების თქმით, დარღვეულია მიმდინარე შეხვედრების კონფიდენციალურობა, ასევე საჭიროა, პენიტენციურმა სამსახურმა დამატებით ექიმების ჯგუფი შეუშვას სააკაშვილთან, რადგან მისი ნევროლოგიური მდგომარეობა არის გაუარესებული. პარალელურად, ექსპრეზიდენტი პარლამენტში მისი საქმის განსახილველად, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. სწორედ ამ შემთხვევაში შეწყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს „ნაციონალური მოძრაობა“ და საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის „  წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს, პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მოთხოვნების შესასრულებლად ყველა არსებულ პლატფორმას გამოიყენებენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი