შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

03 იანვარი 2022, 17:48 1235 ნახვა

შეზღუდვებია გზებზე არა მხოლოდ მაღალმთიან აჭარაშია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.  გვიან ღამით მოსული თოვლის გამო ადიგენიდან მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა. თბილისი–სენაკი, იგივე  ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის  მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ისევე როგორც  გუდაური-კობისა და    გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე. ინტენსიური თოვის გამო, ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზე.  საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში