მიშას ციხეზე გადაყვანას 2 ომბუდსმენი აკრიტიკებს

30 დეკემბერი 2021, 19:32 1121 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვერ მოახერხა მისმა ექიმმა, დღის განმავლობაში კი ტერიტორიაზე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, რომლებიც ახალი წლის შეხვედრას რუსთავის სასჯელაღსურლების მე-12 დაწესებულებასთან აპირებენ. პარალალურად აქციების გამართვასაც, იქამდე ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება ციხიდან. ექსპრეზიდენტის პირადი ადვოკატი გახდა გიორგი მშვენიერაძეც. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილი დღის პირველ ნახევარში მოინახულა კიდევ ორმა ადვოკატმა და როგორც  განაცხადეს, გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანისას სააკაშვილის მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა, თუმცა მთავარი ამოცანა ახლა მისი საპყრობილიდან გაყვანაა. თითქმის 40-დღიანი მკურნალობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს იმ საკანაში, სადაც მანამდე იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში