საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

30 დეკემბერი 2021, 18:05 853 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით,  საქართველოს მოქალაქეები უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

"ხსენებული პირების უკანონო დაკავების მომენტიდან, მათი უპირობო გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზი”, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა მექანიზმი. ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, - აცხადებენ სუს-ში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გრემისხევის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე გუშინ დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი