აშშ-ში პრეზიდენტების მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

30 დეკემბერი 2021, 17:39 907 ნახვა

ამერიკის აიოვას შტატში დაკავებულია 25 წლის კალიფორნიელი მამაკაცი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, მისი წინამორბედის ბარაკ ობამასა და ფეისბუკის დამაარსებლის მარკ ცუკერბერგის მკვლელობას გეგმავდა. სუპერმარკეტის თანამშრომლი კუაჩია ბრილიონ სიუნი 21 დეკემბერს კასის ოლქში დააკავეს.  მის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ტყვიები, ჯავშანჟილეტები და პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები აღმოაჩინეს. სიუნმა პოლიციას განუცხადა, რომ ის თეთრ სახლში "ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მოსაკლავად მიდიოდა".  დაკითხვისას მამაკაცმა აღიარა, რომ ბაიდენის, ობამასა და ცუკერბერგის გარდა სიაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩიც ჰყავდა შეყვანილი. ეჭვმიტანილმა აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის კალიფორნიაში დაბრუნებას "არ აპირებდა, რადგან მზად იყო, თეთრ სახლში ბოროტ დემონებთან ბრძოლაში მომკვდარიყო".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი