მესამე მოსმენისითვის კანონპროქტი მზადაა, მეორე მოსმენით კი დეპუტატებმა კენჭი უკვე უყარეს. საუბარია იმ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. სავარაუდოდ, დღესვე საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდება. ამის მიუხედავად. ისმის კრიტიკა დიპლომატებისგან, ასევე ცალკეული ევროპარლამენტარისგან, ,,ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ხდება - ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს“- აცხადებს ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი. საქართველოში ჩეხეთის ელჩიც ეხმაურება კანონპროექტს, დიპლომატისთვის დაწყებული პროცესები საგანგაშოა. პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ორგანიზაცია ხელისუფლებას ურჩევს რეფორმის ჩატარების მიზნით ფართომასშტაბიანი კონსულტაციები გამართოს სახელმწიფო ინსპექტორთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საკანონდებლო პაკეტის განხილვის პროცედურა არ პასუხობს გამჭვირვალობისა და პარლამენტის ღიაობის პრინციპებს.