თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

29 დეკემბერი 2021, 14:49 2096 ნახვა

თურქეთის  სანაპიროსთან  ნავი ჩაიძირა, რომელშიც 26 მიგრანტი იმყოფებოდა. ქვეყნის სანაპირო დაცვის სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმა მიგრანტმა ნაპირს მიაღწია და დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ ტერიტორიაზე სანაპირო დაცვის თვითმფრინავი, ვერტმფრენი, 2 კატარღა და მყვინთავების ჯგუფი გაიგზავნა. სანაპირო დაცვის ძალისხმევის შედეგად 24 მიგრანტი გადაარჩინეს და ორი ცხედარი იპოვეს. ერთი დღით ადრე კი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, აიდინის პროვინციის კუშადასის ტურისტული ზონის სანაპიროსთან იპოვეს ნავი, რომელშიც 32 არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში