ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

27 დეკემბერი 2021, 18:39 1016 ნახვა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მომზადებასთან, ან იარაღის ტარებასთან გიორგი კავილაძეს შემხებლობა არ ჰქონია, - ამის შესახებ კავილაძის ადვოკატმა ზაზა დათუკიშვილმა განაცხადა. დათუკიშვილი განმარტავს, რომ გიორგი კავილაძემ მომხდარი მკვლელობის შესახებ გამოძიებას ვერ შეატყობინა, ვინაიდან ბრალდებული მისი მეგობარია. ცნობისთვის, ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ რამდენიმეთვიანი დუმილი დაარღვია და მკვლელობა აღიარა, ასევე დაადასტურა იარაღის ქონა, თუმცა, ბრალის ფორმულირებას ჯგუფურობასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ის წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი