საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია

24 დეკემბერი 2021, 18:07 922 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია. ისინი ამ წუთებში გადმოჰყავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე გვიან ღამით დააკავა. დაკავებულები სოფლის ახლოს მდებარე წმინდა გიორგის ტაძრის მოსალოცად იმყოფებოდნენ, ტაძარი კი ამ დროისთვის ოკუპირებულ ტერიტორიას ეკუთვნის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი