ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცმა ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.