საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზამთრის კურორტების გახსნასთან დაკავშირებით დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე არ უმსჯელიათ.
თამარ გაბუნიას თქმით, საკითხზე სავარაუდოდ მომდევნო კვირას ისაუბრებენ.
,,ზამთრის კურორტებზე დღევანდელ საბჭოზე დისკუსია არ შემდგარა, ამაზე ვფიქრობთ მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ'' - თქვა გაბუნიამ.
მიმდინარე წელს ზამთრის კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვალს, საბაგიროები კი 8 მარტს გაიხსნა.