ბათუმში ძლიერმა ქარმა მოსაცდელი წააქცია

22 დეკემბერი 2021, 11:05 2470 ნახვა

ბათუმში მეორე დღეა წვიმს და ძლიერი ქარია. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

მახინჯაურის, განთიადისა და ბონის დასახლების ნაწილს შუქი არ აქვს. ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' განცხადებით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ძლიერმა ქარმა, რუთაველის ქუჩაზე, დელფინარიუმის წინ მდებარე მოსაცდელი წააქცია. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებულ კონსტრუქციას მალე განაახლებენ. 

გვიან ღამით ბათუმში სეტყვა იყო. 

დღეს დილით კი  პირველი თოვლი მოვიდა. 

ამ წუთებში ბათუმში წვიმს და ზღვაზე შტორმია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი