რა პერსპექტივა აქვს ეროვნულ თანხმობას?

20 დეკემბერი 2021, 14:54 1103 ნახვა

მომწიფებულ და ახალ პოლიტიკაზე გადასვლის პროცესი, როგორც ამას სალომე ზურაბიშვილი ამბობს -იწყება. ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის სტაბილიზაციისკენ  და შერიგებისკენ პოლიტიკოსებს სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ მოუწოდა და დაპირისპირებული მხარეების ნაწილი  ერთადაც შეკრიბა.  ერთიანი ჩამოყალიბებული გეგმა არ არსებობს და არც პრეზიდენტს შეუთავაზებია იგი პოლიტიკოსებისვის, თუმცა ფიქრობს, რომ ყველაფერი საუბრით და მოსმენით უნდა დაიწყოს. საუბრები კი ნამდვილად დაიწყო. მაგალითად სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. ახლა კი ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი მის წინამორბედ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ვიდრე ყოფილი პრეზიდენტები შეხვდებიან ერთმანეთს, მანამდე მოქმედი  პარტიებთან ინდივიუალურ კონსულტაციებს იწყებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი