რომის პაპი ფრანცისკე დღეს 85 წლის გახდა. იგი 1936 წლის 17 დეკემბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში იტალიელი მიგრანტების ოჯახში დაიბადა. ფრანცისკე არის პირველი ლათინოამერიკელი და პირველი იეზუიტი პაპი. რომის კათოლიკური ეკლესიის რიგით 266-ე წინამძვარი იგი 2013 წლის 13 მარტიდან გახდა. სახელი ფრანცისკე ესპანელი მისიონერის, „იესოს საზოგადოების“ თანადამფუძნებლის, ფრანსისკო ხავიერის პატივსაცემად დაიქვა.