გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

17 დეკემბერი 2021, 12:46 1715 ნახვა

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების მიზნით მოქმედებდა და თავს იცავდა.

2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი ადამიანი კი დაჭრეს. საქმეზე სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. თავიდან კობიაშვილს ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.

პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი