ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით განაცხადი დაარეგისტრირა

16 დეკემბერი 2021, 21:36 1256 ნახვა

ბათუმის საკრებულოს აპარატში "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრებმა სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით განაცხადი დაარეგისტრირეს.

მათივე თქმით, ისინი სხდომაზე ორ საკითხს დააყენებენ, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას და 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ბათილად ცნობას გულისხმობს.

რეზო ხარაზის ინფორმაციით, სხდომა 23 დეკემბერს გაიმართება.

''ნაციონალურ მოძრაობაში'' ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე მსჯელობა მიმდინარეობს და მოგვიანებით დაასახელებენ. ამ ეტაპზე ბათუმის ახალ საკრებულოში ეს პოსტი ჯერ ისევ ვაკანტურია.

რამდენიმე დღის, წინ გიორგი გახარიას პარტიის, აჭარის ორგანიზაციის წევრებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ბათუმის საკრებულოს წევრებს მოსალაპარაკებლად საკუთარი პარტიის ოფისის შესთავაზეს, რომელის 16 დეკემბერს უნდა შემდგარიყო, მაგრამ მხარეები დაანონსებულ შეხვედრაზე არ მივიდა.

ბათუმის საკრებულოში 35 წევრია, აქედან 16 წევრი "ქართულ ოცნებას",  14 წევრი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 2 "გახარია საქართველოსთვის“, 1 - "ლელოს" და 1 წევრი კი დამოუკიდებელი დეპუტატი, ირაკლი თავდგირიძეა, რომელიც გიორგი გახარიას  პარტიის ყოფილი წევრია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი