საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმი

15 დეკემბერი 2021, 12:24 1072 ნახვა

ბაქო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს.ფორუმში სამივე ქვეყნიდან ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს  მათ შორის საქართველოდან წარმოდგენილია 20-ზე მეტი კომპანია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  ნათია თურნავამ ფორუმის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ანტი და პოსტპანდემიური გადაწყვეტილებები  გააცნო,  მათ შორის ბიზნესის ხელშემწყობის პოლიტიკის კუთხით.  ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს აერთიანებს სტრატეგიული, რეგიონალური ლოგისტიკური, ენერგეტიკული პროექტები და დერეფნები.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში