თბილისის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციამ სავარაუდოდ, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით ათამდე პირი დააკავა.
სპეცოპერაცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტარდება, მათ შორის აჭარაშიც.
სამგორის რაიონში, ხვედელიანის ქუჩის 22 ნომერში სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს. დაკავების პროცესს ესწრებოდნენ ოჯახის წევრებიც.
მეზობლების თქმით, სახლი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეკუთვნის ყოფილ დეპუტატს, თემურ ჟორჟოლიანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ-ჯერობით არ კეთდება.