დაანონსებული აქცია და პოლიტიკური შეფასებები

14 დეკემბერი 2021, 15:16 676 ნახვა

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის სააკაშვილისეულ მოდელს აფასებენ პოლიტიკოსები. ყოფილი პრეზიდენტი, როგოც ბოლო წერილში წერს, ფართო ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას საკუთარ წინადადებებს შესთავაზებს, თუმცა კონკრეტულად რა ნაბიჯებს გულისხმობს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ჯერ უცნობია. მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ საჭიროა - "ბრძოლა, რადგან თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა", ენმ-ი სრულად იზიარებს. ამბობენ, რომ საუბრის დრო დასრულებულია და ახლა ქმედების დროა. გირჩში ამბობენ, რომ ოპოზიცია აქციით მიზანს ვერ მიაღწევს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ბოლო წერილიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილი არის ავანტიურისტი და მისი მხრიდან შერიგებაზე საუბარი ფარისევლობაა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში