დაანონსებული აქცია და პოლიტიკური შეფასებები

14 დეკემბერი 2021, 11:55 1023 ნახვა

“არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან - მარტო სატელევიზიო და ფეისბუქ-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ბოლო წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ექსპრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, ოპოზიციურ ერთობას და საზოგადოებას შევთავაზებს საკუთარ წინადადებებს კრიზისის დაძლევის, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების და ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების კუთხით. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ბოლო წერილიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილი არის ავანტიურისტი. გირჩში ამბობენ, რომ ოპოზიცია აქციით მიზანს ვერ მიაღწევს. სხვა ოპოზიციური პარტიები კი 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციისთვის ემზადებიან.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი