დაიდება თუ არა პოლიტიკური ზავი?

13 დეკემბერი 2021, 19:46 973 ნახვა

ეკლესიის პოზიცია, პოლიტიკური მხარეების შერიგების მიზნით საპატრიარქოში შეხვედრა შედგეს, მოსწონს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედას. გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დღესაც იმყოფებოდა. მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ამისთვის არანაირ წინაპირობას აყენებს თავად ყოფილი პრეზიდენტი. საყოველთაო შერიგებაზე პირველი ბოდბის მთავავარეპისკოპოსი იაკობი ალაპარაკდა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ  ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარი არასდროს უთქვამთ, თუმცა შერიგება არ შეესაბამება იმ ულტიმატუმს, რომელიც ყოველდღე ისმის, რომ შერიგების ხაზი უნდა გადიოდეს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, დანაშაულების პატიებაზე ისე, რომ თავად არ აღიარონ. საყოველთაო შერიგების პარალელურად, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გზავნილი კლავ აქციებია. 21 დეკემბერს, ოპოზიციას სწორედ მასშტაბური აქცია აქვს დაგეგმილი თბილისში, თუმცა ფორმატი ჯერ უცნობია

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი