ილონ მასკი 2021 წლის ადამიანია

13 დეკემბერი 2021, 17:58 1124 ნახვა

ამერიკული კომპანიის სფეის-იქსის დამფუძნებელი მილიარდერი ილონ მასკი ჟურნალმა თაიმმა წლის ადამიანად დაასახელა.  მანამდე არჩევანი გამოცემის მკითხველებმა გააკეთეს. დიდმა ნაწილმა 24%-მა მხარი დაუჭირა ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს, რომლის წინააღმდეგ სამშობლოში გამოძიება მიმდინარეობს მისი განცხადების გამო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის შიდსის განვითარების რისკთან კავშირის შესახებ. მეორე ადგილზე ხმების  9%-ით   აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია,    მკითხველების 6,3%-მა  მესამე ადგილი ექიმებს მიაკუთვნა, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში გასულ წელს პირველები იყვნენ.  2020 წელს  ამ ნომინაციაში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დასახელდნენ, ერთი წლით ადრე კი ჟურნალმა ეს წოდება ეკოაქტივისტს გრეტა ტუნბერგს მიანიჭა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში