არანაირი პროტესტი არ ყოფილა - ეკატერინე ტიკარაძე გადადგომაზე

13 დეკემბერი 2021, 13:31 1051 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მისი გადადგომა არანაირი პროტესტი არ ყოფილა. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამის საფუძველი არ არსებობს. 

იგი დღეს კამერების წინაშე გამოჩნდა, თუმცა გადადგომის მიზეზებზე არ ისაუბრა და ღიად დატოვა კითხვა დაიწყო თუ არა უკვე კონსულტაციები მის შემცვლელთან დაკავშირებითაც.

"არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს და საერთოდ, პროტესტი არის დესტრუქცია. მოვუწოდებ ზოგადად საზოგადოებას, არ მიმართონ არანაირ პროტესტის ფორმას. ამას ჩემი მხრიდან არ დავუშვებ"- თქვა ტიკარაძემ. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რატომ არ იმყოფებოდა იგი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, თუმცა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს არც ამ შემთხვევაში უპასუხა.

ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან 9 დეკემბერს გადადგა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი