ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ფრიდრიხ დურემანტის პიესის, სტრინბერგის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი აჭარის საგვარეულო კავშირის პროექტით დაიდგა, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. სპექტაკლი რეჟისორმა ეთერ თავართქილაძემ დადგა და მასში დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობები მონაწილეობენ. პიესაში წარმოდგენილია ოჯახური ურთიერთობები.